ევროკავშირის ნიადაგის მისიის (EU Soil Mission) ეროვნული ჩართულობის ღონისძიება

National Engagement Event Georgia

2024 წლის 27 მაისს, "პარაგრაფ თბილისის" საკონფერენციო დარბაზში, „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის ნიადაგის მისიის (EU Soil Mission) ეროვნული ჩართულობის ღონისძიება გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ნიადაგის მისიის განხორციელების პროცესში ეროვნული ჩართულობის გაზრდას.  შეხვედრას დაესწრებიან ნიადაგის მისიასთან დაკავშირებული შესაბამისი დაინტერესებული მხარეები სხვადასხვა სექტორიდან.

ღონისძიება გაიმართება ამა წლის 27 მაისს, 12:00 საათზე, სასტურმო "პარაგრაფ თბილისის" საკონფერენციო დარბაზში. 

ღონისძიების ხანგრძლივობა - 3 საათი. 
სამუშაო ენა  - ქართული.  
მისამართი:  ლადო გუდიაშვილის ქ., N2, 0105, თბილისი

დარეგისტრირდი*

*მადლობას გიხდით „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის ნიადაგის მისიის (EU Soil Mission) ეროვნული ჩართულობის ღონისძიებით დაინტერესებისთვის. რეგისტრაცია ღიაა მხოლოდ ონლაინ დასწრების მსურველთათვის.

 

შეხვედრის მიზანია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია "ჰორიზონტ ევროპის" პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ნიადაგის მისიის მიზნებისა და 2024 წლის მიმდინარე კონკურსების შესახებ.  შეხვედრისას განხილული იქნება მონაწილობის პრაქტიკული ასპექტებიც, მათ შორის პროექტის მიერ შეთავაზებული ვებინარები, მენტორების მხარდაჭერა და ა.შ

ღონისძიება იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ NATI00NS-თან (National engagement activities to support the launch of the Mission 'A Soil Deal for Europe’ 100 Living Labs and Lighthouses) პარტნიორობით. 

დარეგისტრირდი

National event
-
ლადო გუდიაშვილის ქ., N2, 0105, თბილისი

Organisers

Trust-IT
Ministry of Education Georgia